вторник, 1 сентября 2015 г.

სასკოლო პროექტი



                                          პროექტის გეგმა                        
პროექტის დასახელება - ,,რიცხვები და ციფრები ჩვენს გარშემო“
საგანი -მათემატიკა
პრობლემა - მოსწავლეებმა შენიშნეს, რომ მასმედიის საშუალებები ხშირად ერთმანეთში ურევენ რიცხვისა და ციფრის ცნებებს და არასათანადოდ წარმოთქვამენ ათწილად რიცხვებს. გადაწყვიტეს ეს პრობლემა გაეცნოთ სხვა მოსწავლეებისათვი და  საზოგადოებისათვის.
მიზანი- მოსწავლეების მიერ  სატელევიზიო გადაცემებზე დაკვირვება და  გამოკითხვის ჩატარება, იმის გასარკვევად თუ როგორ ესმით ჩვენ საზოგადოების წევრებს რიცხვისა და ციფრის ცნებათა მნიშვნელობები; ჩატარებული  კვლევების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასება,  ანალიზი და  შესაბამისი დასკვნის გაკეთება ისტ-ის გამოყენებით;   კვლევის შედეგების გაცნობა საზოგადოებისათვის  პრეზენტაციის სახით.
სასწავლო მიზანი - კრიტიკული აზროვნების, კვლევის, თანამშრომლობის, სოციალური უნარების განვითარება.                                  
პროექტში მონაწილენი - ქ. მარტვიის N2 საჯარო სკოლის IX კლასი
                                              მათემატიკის მასწავლებელი მარინა გაბისონია
დასაწყისი - 28. X. 2012 წელი
დასასრული - 11.XII.  2012 წელი
ამოცანები და განხორციელების გზები - IX კლასის თითოეული მოსწავლე თვალყურს ადევნებს სატელევიზიო გადაცემებს, აფიქსირებს ჩვენთვის საინტერესო მასალას, ინიშნავს გადაცემის სახელწოდებას, არხს და დროს.ჩვენთვის საინტერესო მასალის ქვეშ იგულისხმება ისეთი სატელევიზიო კადრი, რომელშიც  არასათანადოდ იყენებენ რიცხვის ან ციფრის ცნებას;  მაგალითად, წარმოთქვამენ ასეთ ფრაზას - საქართველოს ბიუჯეტი არის  თერთმეტნიშნა ციფრი.  ან არასწორად წარმოთქვამენ ათწილად რიცხვებს.  მაგალითად,  2,04 წაიკითხეს ასე - ორი მთელი ოთხი.   შემდეგ IX   კლასის მოსწავლეები მოძიებულ ინფორმაციას   დაახარისხებენ,  შეარჩევენ საჭირო კადრებს და  შექმნიან      ისტ-ის  პროდუქტს, რომელსაც გომოიყენებს პროექტის პრეზენტაციის დროს.  მოსწავლეების სამი ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას სკოლაში, სხვა დაწესებულებებში, ქუჩაში. რესპონდენტებს დაუსახელებენ მრავალნიშნა რიცხვს და ეკითხებიან დასახელებული რიცხვია თუ ციფრი. ინიშნავენ პასუხებს. გამოკითხვისას მოპოვებული მონაცემები შეაქვთ კომპიუტერში. კომპიუტერის მეშვეობით ახდენენ მონაცემთა დამუშავებას, აკეთებენ  რაოდენობრივ გამოთვლებს და აგებენ დიაგრამებს.  შემდეგი ეტაპი იქნება ჩატარებული კვლევების ანალიზი და დასკვნის გაკეთება.  ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას რიცხვებისა და ციფრების წარმოშობის შესახებ.   შემდეგ ეტაპზე  კვლევის ანგარიშს ისინი წარუდგენენ საზოგადოებას პრეზენტაციის სახით.   პროექტის ბოლო ეტაპია შეფასება.              
რესურსები - ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ჩვენი საზოგადოების წევრები,ინტერნეტი, ტელევიზია, კომპიუტერი, პროექტორი, რაიონული  ბიბლიოთეკა,  მათემატიკის სახელმძღვანელო.
მოსალოდნელი შედეგები  - მოსწავლეს შეუძლია  პროცესზე  დაკვირვება,  გამოკითხვის ჩატარება. შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით. (მათ.IX.11);
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.(მათ.IX.13) 
 ამ პროექტზე მუშაობით, მოსწავლეებს  უნვითარდებათ კრიტიკული აზროვნების,    თანამშრომლობითი, კომუნიკაციის, ორგანიზაციის,  პრეზენტაციის, ცოდნის ტრანსფერის, ისტ-ის გამოყენებისა და ისტ-ის პროდუქტის შექმნის უნარები.
 კავშირი სხვა საგნებთან - ქართული ენა( გამართული მეტყველების კუთხით), ისტ.

                                                            პროექტის ფასილიტატორი-ქ. მარტვილის N2 საჯარო                    
                                                            სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მარინა გაბისონია.